თეგებით ძიება

ეს არ არის მოგებული არჩევნები, ეს მოპარული არჩევნებია" - კობა სუბელიანი

''მკვდრები ვართ ემიგრანტები ამ უტიფრობით, თვალში ნაცარი შეგვაყარეს, ეს არის მოპარული არჩევნები''- ამის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილმა მინისტრმა, კობა სუბელიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ამ უტიფრობამ დაგვხოცა, რასაც ჰქვია ემიგრანტები. მკვდრები ვართ ამ უტიფრობით. თვალში ნაცარი შეგვაყარეს. მდინარაძის და დანარჩენების განცხადებები წარმოუდგენელი მოსასმენია. შეუძლებელია მოუსმინო ამათ და არ გაბრაზდე. საშინელ მდგომარეობაში ვართ. საარჩევნო უბნები, რომ არ გაგვიხსნეს ეს თქვენთვის ცნობილია,  ჩვენც ვიცოდით, რომ არ გაგვიხსნიდნენ. რეალობის ამსახველი სურათი ემიგრანტების შედეგმა გვიჩვენა. რა შედეგიც აიღო ''ქართულმა ოცნებამ'' საზღვარგარეთ,  ეს არის რეალობის ამსახველი, სადაც არ არის ცემა- ტყეპა, რაღაც ხულიგნობის მიგზავნა, სადაც თავისუფალი არჩევნებია აი ასეთი შედეგი დგება და საქართველოში, რაც ჩაატარეს ამას ყველა ვხედავდით.

გაყალბების ასეთი მასშტაბი მე არ მახსენდება იმიტომ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების, ვინ ვერ მოახერხა აღრიცხვა, იმ ადამიანების მონაცემები გამოიყენა ხელისუფლებამ, ვინც არ დადგა აღრიცხვაზე იმ ადამიანების პირადი ნომრები გამოიყენეს და დიდი კარუსელი დაგვიტრიალეს. ეს არის მოპარული არჩევნები. ეს არ არის მოგებული არჩევნები, მათ მოიპარეს", - ამბობს კობა სუბელიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა