თეგებით ძიება
31. 10. 2024 მსოფლიო

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი ვალენსიის პროვინციაშია, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღემატება. 

სამხრეთ ესპანეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ და ღვარცოფმა დაანგრია გზები და ხიდები, წაიღო ხეები და მანქანები. ვალენსიასა და მადრიდს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის მუშაობის აღდგენას, სულ მცირე, სამი კვირა დასჭირდება. საგანგებო სამსახურები დაკარგული მოქალაქეების მოსაძებნად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ადგილობრივი მეტეოროლოგების ცნობით, რეგიონში სამშაბათს რვა საათის განმავლობაში ერთი წლის რაოდენობის ნალექი მოვიდა, რამაც მდინარეებში წყლის დონის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. სტიქიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა