არ გაპატიებთ ამ კრიმინალს - ოპოზოცია მორიგ აქციას აანონსებს
არ გაპატიებთ ამ კრიმინალს, ვიკრიბებით რუსთაველზე - ამის შესახებ ოპიზიციის გაერთიანებულ ბრიფინგზე კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ორშაბათს, 7 საათზე, რუსთაველზე, ჩვენ გვინდა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ არა უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩვენებს, არამედ აი ის ხალხი, ქართული საზოგადოება, რომელიც პრეზიდენტის დიდი, საამაყო ლიდერობით შეიკრიბა რუსთაველზე, ისევ შევიკრიბოთ და ვთქვათ: ჩვენ ვიცით, რა ჩაიდინეთ, ჩვენ ვიცით, ის კრიმინალი, რომელიც თქვენ განახორციელეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.