თეგებით ძიება

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირთა მონაცემების შენახვის ვადა იზრდება - ახალი ბრძანება

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების შესახებ მონაცემები, სიიდან ვადაზე ადრე ამოღების შემთხვევაში, 5 წლის განმავლობაში კიდევ შეინახება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ბრძანებაშია საუბარი, რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა და უკვე ამოქმედდა.

„დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის შესახებ მონაცემების ვადაზე ადრე ამოღების შემთხვევაში,დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირის შესახებ მონაცემები ინახება შესაბამისი გარემოების ( მონაცემთა შენახვის ვადის გასვლა/სიიდან მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება) დადგომიდან 5 წლის განმავლობაში,” - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ცნობისთვის, აქამდე ეს ვადა 3 წელი იყო და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში არსებული მონაცემები, 3 წლის ვადით ინახებოდა.

შეგახსენებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიის წარმოება 2022 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყო. კერძოდ, “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.

თავის მხრივ, დამოკიდებულ პირთა სია გულისხმობს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზას. ამასთან, დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.

ბრძანების მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიაში მოქალაქის შესახებ მონაცემები შეტანება 5 წლის ვადით. ხოლო, დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ, რასაც საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ედოს.

წყარო: bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა