ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები, გამარჯვების დასაბრუნებლად - თინა ბოკუჩავა
“ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი ფორმა დემოკრატიის, რომელიც ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული გამარჯვების დასაბრუნებლად. ბოკუჩავას თქმით, ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები, გამარჯვების დასაბრუნებლად.
პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი ფორმა დემოკრატიის და ფორმა, რომელიც ჩვენ აუცილებლად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გამარჯვების დასაბრუნებლად. ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამ აქციებზე ვიქნებით ისეთივე კონსოლიდირებული, ისეთივე ერთიანი, ისეთივე მრავალრიცხოვანი, ისეთივე ჟინით გაჟღენთილი გამარჯვების დასაბრუნებლად, როგორც ვიყავით იმ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დააანონსა ორშაბათს" აღნიშნა ბოკუჩავამ.