თეგებით ძიება

სამ დღეში ვინ გვეტყვის, ეგ მაინც გვითხრან, ტოპტვინები თუ თენგო? - მამუკა მდინარაძე

სამ დღეში ვინ გვეტყვის, ეგ მაინც გვითხრან, ტოპტვინები თუ თენგო?“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების მიერ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ ორი დღის წინ განაცხადა: „პირდაპირ ვამბობ, არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება“. ასევე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ  განაცხადა: „ჩვენ, ტოპ ტვინები, ტოპ აიტი სპეციალისტებთან ერთად ვაანალიზებთ და ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გამოვლინდება, რომელშიც თითოეული ქართველის ხმა მიიტაცეს“. დღეს კი სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორშაბათს შეიკრიბებიან რუსთაველზე და სამოქმედო გეგმას იქ წარადგენენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა