საქმე გვაქვს დიდ კრიმინალურ სქემასთან, სადაც სპეცოპერაციით წაგვართვეს არა მარტო ხმები, არამედ მომავალი - მამუკა ხაზარაძე
დღეს ჩვენ პირველად “ძლიერი საქართველოს“ ოფისში შევქმენით შტაბი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სტრატეგიული საკომუნიკაციო ჯგუფი, რომელსაც ექნება კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან იმაზე, თუ რა კეთდება“, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ნიჰილიზმი და ისეთი განწყობის შექმნა, რომ რაღაც წაგებულია, არ შეიძლება. ასეთი მართლები და წელგამართულები არასდროს ვყოფილვართ. მეგობრებო, საქმე გვაქვს დიდ კრიმინალურ სქემასთან, სადაც სპეცოპერაციით წაგვართვეს არა მარტო ხმები, არამედ მომავალი. ამას უკვე მოჰყვა ევროკავშირის განცხადებები, მთავრობასთან ურთიერთოების შეწყვეტა და ა.შ. დღეს ჩვენ პირველად “ძლიერი საქართველოს“ ოფისში შევქმენით შტაბი, პროდასავლურმა ოპიზიციამ, რომელმაც პრაქტიკულად ამ არჩევნებში გაიმარჯვა, თბილისში ამ გაყალბების პირობებშიც ოპოზიციამ მოიგო. ამ ხნის განმავლობაში დაუღალავდ მიდიოდა მუშაობა იმ მტკიცებულებების შეგროვებაზე, რომლებმაც დღეს უკვე მოიყარა თავი. საკმაოდ სერიოზული მასალა გვაქვს. მარტო იმის ძახილი, რომ გაყალბდა, საკმარისი არაა, ამას სჭირდება, მყარი, დასაბუთებული და დოკუმენტირებული მასალა.
ამ შტაბის ფარგლებში შეიქმნა სტრატეგიული საკომუნიკაციო ჯგუფი, რომელსაც ექნება კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან იმაზე, თუ რა კეთდება. ეს დოკუმენტაცია გადაეცემა პრეზიდენტს იმ მოთხოვნით, რომ გადაიგზავნოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა ჰქონდეთ კონკრეტული ხელშესახები დოკუმენტური მასალა“, - განაცხადა ხაზარაძემ.