"ბავშვს მაშინ ესროლა, როცა იწვა...“ - პატიმრობა მიუსაჯეს ბებიას, რომელმაც 5 თვის შვილიშვილი იარაღით მოკლა
აშშ-ში, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბებიას, რომელმაც 5 თვის შვილიშვილს იარაღით ესროლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მან დანაშაული ოქტომბრის დასაწყისში აღიარა.
ადგილზე მისულ პოლიციას ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ბავშვს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. სროლის შემდეგ, ბებია გაიქცა რაიონიდან, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალმა ოჯახის სხვა წევრებსაც ესროლა, იქამდე სანამ ბავშვს მოკლავდა.
დოკუმენტების მიხედვით, „ქალმა ჩვილს თავში, ახლო მანძილიდან ესროლა, როდესაც ბავშვი საწოლზე იწვა“.
ქალის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბებიას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც "ფსიქიკურად გატყდა“.