თეგებით ძიება

ვინ არის კრემლის პროპაგანდისტი, რომელიც არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდა?

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - “რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე” (RSF) ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის მიერ ძებ­ნი­ლი რუსი პრო­პა­გან­დის­ტი, ალექ­სან­დრ მალ­კე­ვი­ჩი, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ქსე­ლი შექ­მნა, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

“ალექ­სან­დრ მალ­კე­ვი­ჩი, უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. RSF აღელ­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში კრემ­ლის ამ ტრანსლა­ტო­რის რო­ლით”, - წერს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ მალ­კე­ვიჩ­მა TV-3-ის ეთერ­შიც ისა­უბ­რა თქვა, რომ ქარ­თვე­ლებს რუ­სეთ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნად თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სურთ. გარ­და ამი­სა, რო­გორც მი­სი­ვე ნა­ამ­ბო­ბი­დან ირ­კვე­ვა, ის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­საც ეს­წრე­ბო­და.

"რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე" წერს, რომ ადრე მალ­კე­ვი­ჩი “ვაგ­ნე­რის” დაჯ­გუ­ფე­ბას­თან მუ­შა­ობ­და, 2021 წელს დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დერს, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინს, ჩა­მო­შორ­და. უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, მალ­კე­ვიჩ­მა უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია გა­მო­ცე­მე­ბი და­ა­ფუძნა - Mariupol 24 (მა­რი­უ­პოლ­ში), Tavria TV (ხერ­სონ­ში) და ZaMedia ჯგუ­ფი (მე­ლი­ტო­პოლ­ში), რომ­ლე­ბიც კრემ­ლის ნა­რა­ტი­ვებს ავ­რცე­ლე­ბენ.

RSF ასე­ვე, აღ­ნიშ­ნავს, რომ აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის­თვის მას­ზე ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და 10 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯილ­დოა და­წე­სე­ბუ­ლი მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ.

ცნო­ბის­თვის, 2018 წლის ზა­ფხულ­ში მალ­კე­ვი­ჩი ვა­შინგტონ­ში ჩა­ვი­და რათა იქ და­ე­არ­სე­ბი­ნა სა­ინ­ფორ­მა­ციო ვებგ­ვერ­დი სა­ხე­ლად USA Really, მის­თვის შტა­ტებ­ში თბი­ლი დახ­ვედ­რა არ მო­უ­წყვი­ათ. ოფი­სი­დან გა­მო­ა­ძე­ვეს, ასე­ვე შე­უ­ზღუ­დეს წვდო­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" და იმჟ­მინ­დელ "ტვი­ტერ­ზე".

2018 წლის ნო­ემ­ბერ­ში მალ­კე­ვი­ჩი კვლავ ეწ­ვია ვა­შინგტონს, სა­დაც აშშ-ის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მა­შინ აე­რო­პორ­ტში­ვე და­ა­კა­ვეს და და­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა გა­მო­უშ­ვეს. მომ­დევ­ნო თვე­ში მოხ­ვდა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის გამო.

Foreign Policy-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში მალ­კე­ვი­ჩი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია "სა­თა­მა­შო ჯა­რის­კა­ცად", თუმ­ცა ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბოლო წლებ­ში მისი მცდე­ლო­ბე­ბი გა­ი­ზარ­დოს რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და გა­ი­ზარ­დოს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნა, დღი­თი დღე უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხდე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს აქვს გან­ვი­თა­რე­ბა­დი ბუ­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფარ­თოვ­დე­ბა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და აფ­რი­კა­ში და ამ საქ­მე­ში მალ­კე­ვი­ჩის როლი დი­დია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა