თეგებით ძიება

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა. (ამ რიცხვში შედის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 228 783  პირი. რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება).

აღსანიშნავია, რომ გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რაოდენობა 7.4%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის სექტემბერში შემწეობას 635 769 ადამიანი იღებდა. (აქედან 200 191 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული.) რაც შეეხება გასულ თვეს 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში ფულად დახმარებას 680 833 ადამიანი იღებდა (ამ რიცხვში შედის 226 721 ადამიანი რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.)

2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის 266 957 არასრულწლოვანია, (66 381 არის 6 წლამდე, 200 576 კი 6-18 წლამდე). მათგან 82 730 არასრულწლოვანი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომლის ერთი წევრი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება. რაც შეეხება გასულ თვეს 2024 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის 266 196 არასრულწლოვანი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა