თეგებით ძიება
01. 11. 2024 მსოფლიო

ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 205-მდე გაიზარდა

ესპანეთში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 205-ს მიაღწია. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება და მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის კიდევ გაზრდა. 202 დაღუპული ვალენსიის რეგიონში აღირიცხა.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით ქვეყნის 4 რეგიონი, მათ შორის ვალენსია კვლავ რჩება რისკის ზონად.

სტიქიის ზონაში ქუჩები კვლავ ჩახერგილი რჩება დამტვრეული მანქანებითა და ნარჩენებით. მაცხოვრებლების ნაწილი სახლების დატოვებას კვლავ ვერ ახერხებს. ზოგიერთ ადგილას ჯერ კიდევ არ არის ელექტროენერგია, წყალი ან სტაბილური სატელეფონო კავშირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა