მხარს ვუჭერთ საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას - სერგეი ლებედევი
"დსთ-ს სახელმწიფოთა თანამეგობრობა საქართველოს წევრად დაბრუნებას მხარს უჭერს", - ამის შესახებ გაერთიანების ლიდერმა, სერგეი ლებედევმა განაცხადა.
მისი თქმით, "ბელარუსის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო თანამეგობრობის ფარგლებში ურთიერთქმედებას დაუბრუნდებიან".
დსთ-ს ქვეყნების მეთაურებმა არაერთხელ თქვეს, რომ თანამეგობრობაში დაბრუნების კარი ღიაა, არა მხოლოდ ყოფილი წევრებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. ამიტომ, სულ ახლახან ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გამოთქვა იმედი, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო თანამეგობრობის ფარგლებში ურთიერთქმედებას დაუბრუნდებიან. ამ იდეას მხარს ორივე ხელით ვუჭერ“, - თქვა მან.