თეგებით ძიება

თუკი დღეს განსხვავებები არსებობს ჩვენ შორის,ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ გადაუხვია იმ კურსს, რომელიც დასახული აქვს ასოცირების გეგმის მიხედვით - ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს ეხებოდა.

„ჩვენ არავის ვეკეკლუცებით ევროკავშირთან დაახლოების ამ გარკვეული ტენდენციებით, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ გრაფიკს, რომელიც ჩვენ დავსახეთ. თუკი დღეს რაიმე განსხვავებები არსებობს ჩვენ შორის, ლგბტ პროპაგანდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადაუხვია იმ კურსს, რომელიც მას აქვს დასახული ასოცირების გეგმის მიხედვით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რიგი ევროპელი პოლიტიკოსები ქართული არჩევნების შეფასებისას, გამოძიების პარალელურად, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონების გაუქმების საკითხს აყენებენ. მმართველი გუნდისთვის პარტნიორების ამ ორი მოთხოვნის ერთ კონტექსტში დაკავშირება გაუგებარია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა