თეგებით ძიება

საქართველოს ხელისუფლება ამ წუთას არის არალეგიტიმური ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იმიტომ, რომ მათ არ მიულოცავთ და არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები - თინა ხიდაშელი

საქართველოს ხელისუფლება ამ წუთას არის არალეგიტიმური ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იმიტომ, რომ მათ არ მიულოცავთ და არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ლიდერმა, თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

„საერთაშორისო საზოგადოებამ თქვა ორი რამ, ყველა ორგანიზაციის დასკვნაშია ეს ფრაზა, არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ეს წერია ყველა დასკვნაში და მეორე, არავის, არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ მიულოცავს და არ უღიარებია არჩევნების შედეგები.

საქართველოს ხელისუფლება ამ წუთას არის არალეგიტიმური ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იმიტომ, რომ მათ არ მიულოცავთ და არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც დასავლური სამყაროდან იმყოფებოდა, თავის შემაჯამებელ დოკუმენტში დაწერა, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი.

ეს არის ის, რაც შეიძლება მივიღოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ამის იქით არის უკვე სასჯელები, მას შემდეგ, რაც დასრულდება პროცესი. ჯერ პროცესი არ დასრულებულა. ჯერჯერობით არ არსებობს შემაჯამებელი ოქმი, ჯერჯერობით სასამართლოებში განხილვები არ დაწყებულა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა