უნდა დავიწყოთ სანქციებზე ფიქრი ივანიშვილისა და საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ - ტერასი
"უნდა დავიწყოთ სანქციებზე ფიქრი ივანიშვილისა და საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რიჰო ტერასმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, რომლებმაც წლების განმავლობაში "ქვეყანაში ოპოზიციის არსებობის შესაძლებლობა შეამცირა და მედიით მანიპულირებას ახდენდა".
"ჩემი აზრით, ახლა სანქციებზე უნდა ვკონცეტრირდეთ, სანქციებზე ივანიშვილისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც გასული წლების განმავლობაში შეამცირეს ქვეყანაში ოპოზიციის არსებობის შესაძლებლობა, ვინც მანიპულირებას ახდენდა მედიით, ფლობდა მედიას და არ აძლევდა საშუალებას ოპოზიციას, რომ იქ საკუთარი აზრი გაეჟღერებინა - ეს ანტიდემოკრატიული განვითარების კლასიკური მაგალითია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიწყოთ სანქციებზე ფიქრი საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ", - აცხადებს თადარიგის გენერალი და ევროპარლამენტის წევრი რიჰო ტერასი.