თეგებით ძიება

ჩრდილოკორეელი სამხედროების არასათანადოდ შეფასება არასწორია - უკრაინელი ექსპერტი

ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად ჩავლენ, საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ, კორეაში ომი 1953 წელს დასრულდა. მაგრამ მათმა რაოდენობამ უკრაინულ მხარეს შეიძლება გარკვეული სირთულეები შეუქმნას. ამის შესახებ Nexta Live-ს უკრაინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ივან სტუპაკმა განუცხადა.

"დიდი რაოდენობის გამო მათ ჩვენი სამხედროებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ, განსაკუთრებით, თუ ამ სამხედროების კონცენტრაცია ერთ რომელიმე მიმართულებაზე მოხდება“, - განაცხადა სტუპაკმა.

ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მონაწილეობისთვის უკრაინა სერიოზულად ემზადება - იწვევს სამხრეთ კორეელ სპეციალისტებს, თარჯიმნებს და სამხედრო ფსიქოლოგებს. სტუპაკი ამბობს, რომ ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების დაკითხვა საჯარო არ იქნება, რადგანაც ამას მათ სამშობლოში ნათესავების რეპრესირება შეიძლება მოჰყვეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 8 ათასამდე ჩრდილოკორეელი სამხედრო რუსეთის კურსკის ოლქში იმყოფება. აშშ-ის დაზვერვის ცნობით, ამჟამად რუსეთში ჩრდილოეთ კორეის 10 ათასამდე სამხედრო იმყოფება. სამხრეთ კორეის და უკრაინის გაანგარიშებით, რუსეთში 11-12 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო იმყოფება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა