UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველო-ალბანეთთან მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო 56 ათასი ევროთი დააჯარიმა
UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ალბანეთთან საშინაო მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო დააჯარიმა.
საქართველოს საფეხბურთო ფედერაციას საქართველოსთვის სტადიონის საჯარო გასასვლელების ბლოკირების გამო 14 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. იმის გამო, რომ ქომაგები ფეხბურთელებსა და მსაჯს ლაზერს ანათებდნენ — 12 ათასი ევრო, ხოლო იმის გამო, რომ თამაშზე ფანებმა პიროტექნიკა ისროლეს — 30 ათასი ევრო.
ამასთან, პიროტექნიკის სროლის გამო UEFA-მ სანქცია დაუწესა, რომლის მიხედვითაც საქართველოს შემდეგ საშინაო მატჩზე 2000 სკამი ცარიელი უნდა იყოს, თუმცა როგორც ცნობილია, ამ მხრივ საქართველოს 2-წლიანი გამოსაცდელი ვადა ეძლევა, ამიტომ გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შედის.
შეგახსენებთ, რომ საქართველო თბილისში ალბანეთთან მატჩში 0-1 დამარცხდა.