თეგებით ძიება
03. 11. 2024 მსოფლიო

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს, მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს, ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ.

მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

მოქალაქეებს შეუძლიათ, ონლაინ შეამოწმონ, რომელ უბანზე არიან დარეგისტრირებული.

მსოფლიოს 37 ქვეყანაში გახსნილია 234 საარჩევნო უბანი.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, სანდუმ მიიღო ხმების 42.45%, ხოლო სტოიანოგლომ – 25.98%.​​​​​​​​​​​​​​​​


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა