თეგებით ძიება

საქართველო ღმერთის საწინააღმდეგო კანონს არასდროს მიიღებს - მამა შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარმა მამა შალვამ დღეს ქადაგებისას წმინდა მამა გაბრიელზე ისაუბრა. 

"გუშინ მამა გაბრიელის ხსენების დღე იყო, სამთავროში ვიყავი და იქ დავესწარი წირვას და მთელი წირვის განმავლობაში ვფიქრობდი, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რამხელა წმინდანი გვაჩუქა ღმერთმა, ამის გააზრება ჯერ კიდევ არ გვაქვს ქართველ ხალხს. გუშინ მამა კირიონი მესაუბრებოდა მამა გაბრიელის სასწაულებზე, ის მამა გაბრიელთან გაიზარდა, შემდეგ მამა კირიონმა მითხრა, წარმოიდგინე ამ საუკუნეში მცხოვრები ადამიანები რა ბედნიერები ვართ, ორ უდიდეს წმინდანს მოგვასწროო, პატრიარქს და მამა გაბრიელსო. ეს ერისთვის არის უდიდესი წყალობა, აქედანვე ჩანს რომ დედა ღვთისმშობლის წილხვედრია ეს ქვეყანა და გუშინ მართლა ვფიქრობდი რომ ამ ქვეყანას ვერაფერი მოერევა, როგორც თქვენ გიყურებთ ისე მჯერა რომ ეს ქვეყანა არასდროს მიიღებს ღვთის საწინააღმდეგო კანონს, რაც ღმერთის საწინააღმდეგოა იმას ქართველი ერი, საქართველო, არასოდეს არ მიიღებს", - განაცხადა მამა შალვამ. 

წყარო: აიპრესი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა