თეგებით ძიება

ვფიქრობ, სულ უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ აშშ-ისა და ევროპისგან - საქართველოს მთავრობამ ხელი ჩაიქნია EU-ში გაწევრიანების გზაზე - მეთიუ ბრაიზა

„ამ დაძაბულობის ფონზე, ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ ამერიკისა და ევროპისგან“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ამერიკის ხმის“ სტატიაში ვკითხულობთ: „სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ აშშ-ის მომავალი ნაბიჯები, მთლიანად იქნება დამოკიდებული საქართველოზე, ამის პარალელურად კი არ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის“.

ამავდროულად გაჟღერდა განცხადებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების შესახებაც. გამოცემის კითხვაზე, თუ საქართველოს მთავრობა თანამშრომლობას არ დააპირებს, ფიქრობთ თუ არა, რომ სანქციების მორიგი ტალღა იქნება დასავლეთის შემდეგი ნაბიჯი, ბრაიზა პასუხობს: „ნამდვილად, აბსოლუტურად!“.

„ამერიკამ უკვე დაუწესა სანქციები კონკრეტულ პირებს [საქართველოში]. ტრანსატლანტიკური ოჯახი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეჯახების კურსს ადგანან. მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის უფრო ღრმა [პრობლემაა], რომ ისინი შეჯახების კურსზე არიან ქართველ ამომრჩეველთან, რომლის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. რაღაც მომენტში, საქართველოში ამომრჩეველი გაიღვიძებს, ოპოზიცია გაერთიანდება, გადალახავს თავის ეგოისტურ უთანხმოებებს და იმედია გააკეთებს იმას, რაც პოლონეთმა გააკეთა.

ჩემი პირველი დიპლომატიური ტური პოლონეთში, 1989 და 1991 წლებში იყო. მაშინ, სრულიად ჯადოსნური სოლიდარობის რევოლუციაში ის იყო, რომ პირველად პოლონეთის ისტორიაში, ფერმერები, მუშები, მრეწველობაში დასაქმებულები და ელიტური, ინტელექტუალური ელიტა შეიკრნენ და დაუძლეველი კოალიცია შექმნეს. საქართველოს ეს ჯერ არ გაუკეთებია. ოპოზიციაც კი ვერ ახერხებს ამას, არადა ეს უნდა გააკეთონ.

იქამდე კი, სანამ ისინი [გაერთიანებას] ვერ ახერხებენ, უთანხმოება იზრდება ქართველებში ისევე, როგორც იზრდებოდა უკრაინელებში, რომლებმაც მაიდანი მოაწყვეს რადგან გრძნობდნენ, რომ იანუკოვიჩი მათ ევროპული მომავალს ართმევდა. მსგავსი დაძაბულობის რისკები არსებობს საქართველოში და ვლოცულობ, რომ ყველაფერი იმავენაირად არ მოხდეს.

ამ დაძაბულობის ფონზე კი, ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ ამერიკისგან და ევროპისგან, რადგან როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ ხელი ჩაიქნია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - განუცხადა „ამერიკის ხმას“ მეთიუ ბრაიზამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა