თეგებით ძიება

"დაიცავი შენი ხმა" - აშშ-ისა და ევროპის 14 ქალაქში ემიგრანტების საპროტესტო აქციები იმართება

"დაიცავი შენი ხმა - არა რუსულ რეჟიმს " - ამ სლოგანით "ქართული ოცნების" მიერ მიტაცებული ხმების გასაპროტესტებლად საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც იკრიბებიან. ისინი, მეორე დღეა, აშშ-ისა და ევროპის 14 ქალაქში საპროტესტო მარშს მართავენ. ემიგრანტები საპროტესტო აქციებზე არჩევნების შედეგების გაუქმებას და მაღალჩინოსნებისა და იმ ადამიანების სანქცირებას ითხოვენ, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში იღებდა მონაწილეობას.

ემიგრანტების თქმით, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ მანამ, სანამ ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ მოქმედი ხელისუფლება არალეგიტიმურია და ემიგრანტები მანამდე იბრძოლებენ, სანამ არ შეიცვლება მმართველი პარტია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული რუკიდან გაქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა