თეგებით ძიება

არჩევნები არათუ გაყალბდა, ეს იყო ორგანიზებული კრიმინალური სქემა - ხატია დეკანოიძე

საქართველოში არათუ არჩევნები გაყალბდა და მიტაცებულია ჩვენი ხმები, არამედ ეს იყო მთელი კრიმინალური სქემა, ორგანიზებული, დანაშაულებრივი სქემა - "ერთიანობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე საერთაშორისო გამოძიების მნიშველობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ სფეროში აქტიურად მომუშავე ადამიანებს უკვე ესაუბრა და მათ შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტებსაც გადაუგზავნის. 

საქართველოში არათუ არჩევნები გაყალბდა და მიტაცებულია ჩვენი ხმები, არამედ ეს იყო მთელი კრიმინალური სქემა, ორგანიზებული, დანაშაულებრივი სქემა. ყველა ის ეპიზოდი, რომელიც ჩვენ ვნახეთ გუშინ, ეს უკავშირდება საქართველოს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის და კანონის ყველა სიმკაცრით დასჯის განზომილებას, იმიტომ, რომ სხვანაირად წარმოუდგენელია რამე დავარქვათ ამ ყველაფერს. 

ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველი, რაც არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, ეს არის ის, რომ საერთაშორისო გამოძიების ეფექტური მექანიზმი უნდა დავადგინოთ ჩვენ. მე გუშინ მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც საგამოძიებო მიმართულებით ძალიან აქტიურები არიან საერთაშორისო მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეს ყველა სიუჟეთი აუცილებლად იქნება მათთან გადაგზავნილი, რა თქმა უნდა იმ გაყალბების მექანიზმებთან ერთად, რომელიც აქვთ არასამთავრობოებს, პარტიებს, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა