თეგებით ძიება

საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგი გააქტიურდა

საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგი, რაც უკანასკნელ წლებში შემცირებული იყო, კვლავ დაბრუნდა - ამის შესახებ სემეკის სტატისტიკაზე დაყრდნობით bm.ge წერს.

საუბარია ელექტროენერგიის პირდაპირ შემსყიდველი კომპანიების მიერ მოხმარებული ენერგიის სტატისტიკაზე, სადაც წელს რამდენიმე კომპანიაა, რომელიც მაინინგით არის დაკავებული.

2024 წლის 9 თვის განმავლობაში კომპანიებმა - შპს თი ეფ ზი სერვისისმა, აითილებმა და დატა ჰაბმა საერთო ჯამში 198 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხუთჯერ მეტია. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ კომპანიებიდან მაინინგით მხოლოდ დატა ჰაბი იყო დაკავებული და მისი მოხმარება 36 მილიონ კილოვატ საათს შეადგენდა, წელს კი მოხმარება შემდეგნაირად ნაწილდება - თი ეფ ზი სერვისის 98 მილიონი კილოვატ საათი, აითილებ 54.7 მილიონი კილოვატ საათი, დატა ჰაბი - 45.3 მილიონი კილოვატ საათი.

ანგარიშის თანახმად, მაინინგი ძირითადად თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ხდება, სადაც ელექტროენერგიის მიმღებ ორგანიზაციებს დენის დღგ-ის კომპონენტის გარეშე შეუძლიათ ელექტროენერგიის მოხმარება. სწორედ თბილისის თიზ-იდან ოპერირებენ კომპანიები "თი ეფ ზი სერვისის" და "დატა ჰაბი".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა