კადიროვმა თავისი ქალიშვილი მამამისის სახელობის მედლით დააჯილდოვა
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსმა ქალიშვ
ილმა და რეგიონული მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ აიშატ კადიროვამ ინსტაგრამზე დაწერა, რომ მიიღო „ახმატ-ჰაჯი კადიროვის ხსოვნის“ მედალი - ონფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
დაჯილდოების ცერემონიალზე გადაღებულ ფოტოს წარწერაში აიშატ კადიროვამ აღნიშნა, რომ მისთვის „დიდი პატივი და პასუხისმგებლობა“ იყო მედლის მიღება ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ხელიდან. სურათზე აიშატი მამასთან, რამზან კადიროვთან ერთად არის გადაღებული.
ტელეკომპანია „გროზნოს“ მიხედვით, კადიროვამ მედალი მიიღო როგორც „ჩეჩნეთსა და თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებასთან დაკავშირებული პირადი დამსახურებისთვის", ასევე უკრაინის ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცების "საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისათვის".
2021 წლიდან აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობს. 2023 წლიან კი რესპუბლიკის ვიცე-პრემიერია სოციალურ საკითხებში.