თეგებით ძიება

რუსული საფრთხე რომ აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში.. მიეჩვიენ ჩვენ ხარჯზე სამოთხისკენ მოძრაობას - თენგიზ შარმანაშვილი

იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ. ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ჩვენ მხოლოდ „მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება”.

„იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ!!!! ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ. მიეჩვივნენ ჩვენ ხარჯზე სამოთხისკენ მოძრაობას. აღარ გამოგივათ. გეყოთ. თუ რამე გინდათ, გაწყვიტეთ ვაჭრობა რუსეთთან, აიღეთ იარაღი ხელში და იომეთ იმ ღირებულებებისთვის, რისი დაცვისკენაც მოგვიწოდებთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება. მოკავშირეობაც თქვენზე უკეთესი ვიცით ბევრად, ბევრჯერ დავამტკიცეთ. ჩვენი ბრალია, რომ ასეთი სულელები გგონივართ. თუმცა, ამას ბევრი ჩემი უსამშობლო თანამოქალაქე უწყობს ხელს სამწუხაროდ. ამ შეურაცხყოფებს კი დავიმახსოვრებთ“, - წერს შარმანაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა