რატომ არის კარგი დილას კარაქიანი პურის მირთმევა და არა კარტოფილის, არაჟნის ან რძის? - ენდოკრინოლოგი განმარტავს
ენდოკრინოლოგი ნინო ვაშაკიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა პროდუქტები არ უნდა მივიღოთ საღამოს, თუ გვსურს, დილით შეშუპებამ და დისკომფორტმა არ შეგვაწუხოს:
კარტოფილი, ღორის ხორცი, ხაჭო, არაჟანი, რძე, რომელიც ძალიან ბევრს კარგი ჰგონია, არც საღამოს საათებში და არც დილის საათებში არ უნდა მივიღოთ. ვერ მოვინელებთ. ხაჭო, არაჟანი, რძე ყველა ადამიანს დისკომფორტს აძლევს, მაგრამ შეიძლება, ვერ მიხვდეს. კარაქი, რომელშიც ერბოს მჟავაა, აუცილებელია. კარაქიანი პური შეგვიძლია, მივირთვათ. ის ჩვენი ტვინისთვის და სისხლის მიმოქცევისთვის მნიშვნელოვანია. 200 გრამი კარაქი, 1 ქილა არაჟანი და 2 სარდელი კალორაჟით ერთმანეთს უდრის. 200 გრამ კარაქს ერთ ჭამაზე ვერ შევჭამთ. 2 სარდელს კი ისე შევჭამთ, სალათასაც მივაყოლებთ, დილით ვისაუზმებთ, საღამოს ვივახშმებთ და ეს ყველაფერი წონაში გადავა. მიირთვით 50-100 გრამი კარაქი დილით. დღის განმავლობაში აღარ მოგშივდებათ. განსაკუთრებით, ზამთრის თვეებში, როდესაც ენერგია გვჭირდება. რატომ მოიგონა ჩვენმა მთიანმა რეგიონმა აჩმა? ერთ ნაჭერს შეჭამდნენ და მერე მთელი დღე თავისუფლები იყვნენ... - ამბობს ნინო ვაშაკიძე.