ევროპაში ლენინის ერთადერთი მუზეუმი დაიხურა
ფინეთში, ლენინის მუზეუმი დაიხურა, რომელიც 78 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეს იყო ერთადერთი მოქმედი მუზეუმი ევროპაში, რომელიც ბოლშევიკების ლიდერს ეძღვნებოდა.
მომავალ წელს, მის ადგილას პოლიტიკური ისტორიის მუზეუმი გაიხსნება, რომლის გამოფენა რუსეთისა და ფინეთის ურთიერთობებს მიეძღვნება.
რუსთავი2