თეგებით ძიება

"ოცნებამ" არჩევნების მისატაცებლად კლასიკური რუსული სცენარით შექმნილი მექანიზმი გამოიყენა - ნინო კალანდაძე

"ოცნებამ" არჩევნების მისატაცებლად კლასიკური რუსული სცენარით შექმნილი მექანიზმი გაომიყენა, - ამის შესახებ  ფონდ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დიერქტორი ნინო კალანდაძე საუბრობს. 

ის მასალები, რაც არის წარმოდგენილი, ის არათუ მიუთითებს გაყალბებაზე და ჩარევაზე, არამედ ეს არის სიტემური, მეთოდური მიდგომა არჩევნებისადმი, როგორ არათუ გააყალბო არჩევნები, როგორ მიიტაცო არჩევნების შედეგი ანუ მექანიზმია შექმნილი, ტიპიური კლასიკური რუსული სცენარით შექმნილი მექანიზმი, რომლითაც წინასწარ განსაზღვრავ არჩევნების ბედს. როგორც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რამდენი ამომრჩეველიც არ უნდა მივიდეს, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა იყოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მხრიდან ხელსუფლების მიმართ, ხელისუფლებას ამ სისტემით გარანტირებული აქვს ყველა არჩევნების შედეგი ანუ წინასწარ გადაწყვეტილი აქვთ განურჩევლად იმისა, რას იტყვის ამომრჩეველი. ეს არის სწორედ მეთოდური და სისტემური გაყალბება, - ამბობს ნინო კალანდაძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა