ცნობილი ბლოგერი, გველების მომთვინიერებელი, გველის ნაკბენით გარდაიცვალა
ცნობილი ბლოგერი, გველების მომთვინიერებელი და ბუნების დამცველი, 44 წლის გრემ დინგო დინკლეიმანი, გველის ნაკბენით გარდაიცვალა. ინფორმაციას The Telegrap-ი ავრცელებს.
ბლოგერს საკუთარ სახლში შხამიანმა გველმა, მწვანე მამბამ უკბინა, რომლის შხამიც ნერვული სისტემის დაზიანებას და სხეულის დასივებას იწვევს.
დინკლეიმანს ნაკბენის შედეგად ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რის გამოც ერთი თვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო. ის ოქტომბრის ბოლოს გარდაიცვალა.
დინკელმანის ვიდეოებს, რომლებიც ყველაზე საშიშ ქვეწარმავლებს ეხებოდა, ყოველთვიურად, დაახლოებით, სამი მილიონი ნახვა ჰქონდა. მან ბანკში მუშაობაზეც უარი თქვა, რათა კონტენტი შეექმნა და აუდიტორიისთვის ველური ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე მოეყოლა.
რუსთავი 2