საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?
საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდა დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულაღში დაფიქსირდა, ხოლო მეორე დაბა ჯავაში, სოფელ დოდოთში, რომლის სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა.