რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ოპოზიცია ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ მიტანილი აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით “გაიღვიძე საქართველო”.
რუსთაველის გამზირისკენ მიემართება სამი პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების მარშიც. აქციას რამდენიმე წუთში შეუერთდებიან სამი პოლიტიკური გაერთიანების: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები. აქციაზე მივლენ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებიც.
დღეს გახდება ცნობილი თუ როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა.