თეგებით ძიება

თურქეთში 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აფეთქდა - არის მსხვერპლი

თურქეთში, ჩორუმში, 5 სართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით, რუსთავი 2 ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებულებს შორის 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების შედეგად, კორპუსთან გაჩერებული ავტომობილებიც დაზიანდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა