უნდა ვიყოთ აქ ყოველდღე და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, ვინ არის ხელისუფლება სინამდვილეში - ოთარ ზურაბიშვილი
პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. მისი შეფასებით, ხალხი ქუჩაში უნდა იყოს ყოველდღე, რადგან ხელისუფლებამ ნახოს, რომ სინამდვილეში ხელისუფლება ხალხი და ხალხის ხმაა.
„სხვა გამოსავალი არ არის. არჩევნები და ხმები მოგვპარეს. პირდაპირ გეტყვით, ეს არის ელექტორალური, ხმების მოპარვით გადატრიალება. ხელისუფლება ამით იჭერს ქვეყანას, რომელიც როგორც შეეძლო, ისე მოვიდა არჩევნებამდე. ეს მოპარული არჩევნებია, მეტი არაფერი. გამოსავალი რა არის? - ქუჩა. აქ უნდა ვიყოთ ყოველდღე და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ სინამდვილეში ხელისუფლება ხალხი და ხალხის ხმა არის“ , - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.