თეგებით ძიება

ხელახლა არჩევნების ჩატარების არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ხალხის არჩევანს და ხმებს - ნინო წილოსანი

არანაირი ფაქტორი არ არსებობს, რომ რაიმე მოხდეს ან რაიმე განვითარდეს ამ ქვეყანაში, რომ ხელახლა არჩევნების ჩატარებაზე იყოს საუბარი. ამისი არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რა თქმა უნდა ჩვენ დავიცავთ ჩვენი ხალხის არჩევანს და ხმებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ის აბსურდი, რასაც ვადამდელ და ხელმეორე არჩევნებს ითხოვენ, თუ მათ ეს, თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ოდესმე გაუვიდათ, მათ აქვთ მოლოდინი, რომ ეს მათ დამატებით ბონუსებს შესძენს, თუმცა არანაირი წინაპირობა არ არსებობს. მათი მოთხოვნა სერიოზულად რომ მივიღოთ, არანაირი ფაქტორი არ არსებობს, რომ რაიმე მოხდეს ან რაიმე განვითარდეს ამ ქვეყანაში, რომ ხელახლა არჩევნების ჩატარებაზე იყოს საუბარი. ამისი არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რა თქმა უნდა ჩვენ დავიცავთ ჩვენი ხალხის არჩევანს და ხმებს.

იმის საპირწონედ, რასაც თავად აკეთებენ, თვითონ ფეხქვეშ თელავენ საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. მათ ამომრჩეველმა, სწორედ ეს მანდატები გადასცა და ამ მანდატებით უნდა შემოვიდნენ პარლამენტში თუმცა ვირტუალურად ეს მანდატები დახიეს, ან აცხადებენ რომ დახევენ. არ ემსახურებიან იმას, ვინც მათ მხარი დაუჭირა.

ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ ჩვენ დავიცავთ თითოეული ამომრჩევლის ხმას და ამ ხმის დაცვაში ზუსტადაც იგულისხმება ის, რომ ის აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება, რომ ეს ქვეყანა იმართებოდეს იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

ამის თეორიულად განხილვაც არასერიოზულია. უკვე მერამდენედ ქართველი ხალხი ოპოზიციას, ამ გაერთიანებულ „ნაცკლასტერს“ ეუბნება უარს. მე ვფიქრობ, რომ ოდნავ გონება რომ ჰქონდეთ შერჩენილი ალბათ უფრო კარგ ანალიზს გააკეთებდნენ ამ სიტუაციისას იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება შეთანხმდა, რომ „ნაცკლასტერს“ აღარასდროს დააბრუნებს ხელისუფლებაში.

რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს და რა ანარქისტული სცენარებიც არ უნდა შეიმუშაონ, ანტისახელმწიფოებრივი მიზანი, რაც მათ ამოძრავებთ, ეს არასოდეს არ გაუვათ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა