სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს თანაბარი, 49-პროცენტიანი რეიტინგი აქვთ
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს თანაბარი, 49-პროცენტიანი რეიტინგი აქვთ.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმადე ერთი დღე რჩება. პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატები, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დონალდ ტრამპი და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი კამალა ჰარისი ბოლო შეხვედრებს ე.წ. მერყევ შტატებში მართავენ, რომლებიც გადაწყვენ, თუ ვინ იქნება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი კამპანიის ბოლო დღეს პენსილვანიაში გაატარებს, დონალდ ტრამპი კი შეხვედრებს გამართავს ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და მიჩიგანში.
ამერიკული მედიის შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლაში გამარჯვებული, სავარაუდოდ, არჩევნების ღამეს ვერ გამოცხადდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახლოსაა ზღვარი მთავარ საბრძოლო შტატებში. ბოლო შეხვედრის დროს კამალა ჰარისმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ღაზაში ომის დასასრულებლად, დონალდ ტრამპმა კი არჩევნების გაყალბების შესახებ ისაუბრა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება 150 მილიონ ადამიანს აქვს, აქედან 78-მა მილიონმა ადამიანმა ვადამდელი ხმის მიცემის უფლებით უკვე ისარგებლა.