აქ ვდგავართ ჩვენი მომავლის დასაცავად - გიორგი მარგველაშვილი საპროტესტო აქციას შეუერთდა
ყოფილი პრეზიდენტი და ''ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
'' მოქალაქეები აქ არ დგანან არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის. თითოეული მოქალაქე აქ ვდგავართ ჩვენი მომავლის დასაცავად. ახლა უკვე აღარ არის არჩევნები, არჩევნებზე ოპოზიციამ მოიგო ეს არჩევნები მოიპარეს. მთავარი მიზანი აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული, არ არის ადეკვატური, რომ გვეგონოს, რომ ეს მოხდება დღეს, ხვალ. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ბრძოლისთვის, რომელშიც თითოეული ჩვენგანი იცავს საკუთარ თავს, რაც არ უნდა სხვანაირად გვინდოდეს, ეს მოგვაწოდეს, ის არ მოგწვოდეს აქ გამართლება არანაირი არ არსებობს. ერთადერთი არის, რომ ჩვენ დღეს უნდათ, რომ მიგვყიდონ მონებად პუტინის ოლიგარქიული სისტემას, აქ ალტერნატივა არანაირი არ გაგვაჩნია ჩვენ. არცერთ მოქალაქეს არ გაგვაჩნია ალტერნატივა, ვისაც არ გვინდა მონობა,- ამბობს გიორგი მარგველაშვილი.