თეგებით ძიება

ვშლით ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში, პროტესტი იქნება მწვავე - გიორგი ვაშაძე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე იმ პრინციპების შესახებ ისაუბრა, რომელზეც პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ.

„ჩვენ, პოლიტიკური ძალები, შევთანხმდით მთავარ პრინციპებზე: ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას, არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას; დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა, ვშლით ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში; ყოველი შემდგომი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული; ვაგრძელებთ მტკიცებულებებს შეგროვებას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი; ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად შევასრულოთ, ეს არის ყველას ერთად გასაკეთებელი საქმე; დაბოლოს, ეს გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ.

ჩვენი ნომერი პირველი სამიზნე, ხელისუფლებასთან ერთად, არის ცესკო. ცესკო-მ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად. ხვალინდელ ძალიან კონკრეტულ გეგმას რაც შეეხება. ვიცით, რომ დღის ორ საათზე შეკრება არის რთული, მაგრამ სამშობლო მარტო საღამოობით არ არის ჩვენი. ხვალ ყველამ მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან. ჩვენ გავავრცელეთ სტიკერები, რომელზეც არის მოცემული კონკრეტული ბარკოდი, შეგიძლიათ, შეხვიდეთ ტელეგრამარხზე, სადაც სისტემურად, ყოველდღიურად მიიღებთ ინფორმაციას. შეგატყობინებთ, რა ინფორმაცია იქნება, როგორ ვაგრძელებთ წინააღმდეგობის მოძრაობას“, – განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა