თეგებით ძიება

მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა, ამისთვის იყავით მზად - ზურა ჯაფარიძე

''მოგვიწვეს ბრძოლა და მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა, ამისთვის იყავით მზად" - ამ სიტყვებით მიმართა კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა  ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

წინ არის ძალიან მოკლე ვადები. ერთი ვადაა 21 ნოემბერი. ესაა ბოლო ვადა, როცა ცესკომ უნდა გამოაქვეყნოს ე.წ შემაჯამებელი ოქმი და ბეჭედი უნდა დაარტყას ივანიშვილის რიცხვებს და მანამდე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვერ გაბედოს ცესკომ და კალანდარიშვილმა ამის გაკეთება ამ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენი მეგობრები უნდა დაგვეხმარონ ამაში...

ამის შემდეგ რჩება კიდევ პატარა ვადა - 10 დღიანი ვადა, განსაზღვრული კონსტიტუციით, როდესაც ამ შენობაში  ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია ცნონ და ეს არ უნდა დავუშვათ. ოღონდ ეს არის ყველას გასაკეთებელი, თქვენ, ეს ხალხი, ვინც აქ დგახართ, ამ ქვეყანაში ხართ თავისუფლების ბოლო ბასტიონი. მოგვიწვეს ბრძოლა და მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა, ამისთვის იყავით მზად'', - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა