საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი - პრეზიდენტი
"საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი... დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს და მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი - ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეებთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად", - წერს სალომე ზურაბიშვილი.