სლოვაკეთის პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა ოთხი მოქალაქის მოთხოვნა, ემსახურათ უკრაინის არმიაში
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ არ დააკმაყოფილა ოთხი მოქალაქის მოთხოვნა უკრაინის არმიაში სამსახურის შესახებ.
ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.
ცნობისთვის, მანამდე სლოვაკეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, რომელიც ამ თანამდებობას 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების მომენტში იკავებდა, სლოვაკეთის რამდენიმე მოქალაქის უკრაინის არმიაში სამსახურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სლოვაკეთში უცხო ქვეყნის არმიაში სამსახური პრეზიდენტის თანხმობის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულია, რისთვისაც დამნაშავეს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საარჩევნო კამპანიის დროს პელეგრინი მხარს უჭერდა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პოზიციას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აპრილში სლოვაკეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში მიმდინარე უშედეგო სამხედრო კონფლიქტის მხარდაჭერა ტრაგედიაა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ნება დართო 60 ჩეხს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ.
თარგმანი: პირველი არხი.