თეგებით ძიება
05. 11. 2024 მსოფლიო

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებს არ შეიძლება სამართლიანი ეწოდოს - კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვი განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიას მოლდოვაში არ შეიძლება დემოკრატიული და სამართლიანი ეწოდოს. 

როგორც პესკოვმა ბრიფინგზე აღნიშნა, კენჭისყრის დროს იყო ბევრი მანიპულაცია.

"ეს არჩევნები არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. სავსე იყო მანიპულაციებით“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. მაია სანდუმ გამარჯვება ხმების 55.33 %-ით მოიპოვა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა