თეგებით ძიება
05. 11. 2024 მსოფლიო

ხელს უწყობს თვითმკვლელობის შესახებ კონტენტის გავრცელებას - 7 ოჯახი, სადაც თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობის მცდელობა დაფიქსირდა, TikTok-ს უჩივის

სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ს საფრანგეთში 7 ოჯახი უჩივის. ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით, რუსთავი 2 -ის ვებ გვერდი ავრცელებს. 

გაერთიანებულ სარჩელში ისინი აცხადებენ, რომ TikTok-ზე განთავსებულმა მასალამ მათ შვილებს სერიოზული ზიანი მიაყენა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ვიდეო პლატფორმის ალგორითმი ხელს უწყობს თვითდაზიანების, კვებითი აშლილობისა და თვითმკვლელობის შესახებ კონტენტის გავრცელებას.

BBC-ის ცნობით, TikTok-ი აცხადებს, რომ სამართლებრივი პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და ამტკიცებს, რომ მათი გაიდლაინები მსგავსი სახის კონტენტის პოპულარიზაციასა და გავრცელებას გამორიცხავს.

სარჩელის მონაწილე ოჯახებში დაფიქსირებულია სუიციდის შემთხვევები, სუიციდის მცდელობები და კვებითი აშლილობები. ერთ-ერთი გოგონა, რომლის ოჯახიც სარჩელის მონაწილეა, თვითმკვლელობით გარდაიცვალა. დანარჩენი ხუთი ახალგაზრდა ქალიდან ოთხმა სუიციდი სცადა, ხოლო ერთ-ერთ მათგანს კვებითი აშლილობა განუვითარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა