თეგებით ძიება
05. 11. 2024 მსოფლიო

არ გვინდა არჩევნების შედეგებს ველოდოთ ათი დღე, სამი დღე, ორი საათი, პასუხი ამაღამ გვინდა - ტრამპი

არ გვინდა არჩევნების შედეგებს ველოდოთ ათი დღე, სამი დღე, ორი საათი, პასუხი ამაღამ გვინდა, - განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა.

„თუ გამოიყენებთ ამომრჩევლის პირადობის მოწმობას და გარდა ამომრჩევლის პირადობისა, თქვენ გექნებათ მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შედეგი დათვლილი იქნება, როგორც საფრანგეთში. [საფრანგეთში] 37 მილიონი ამომრჩეველია. [საპრეზიდენტო არჩევნებში] შედეგები საღამოს 9:30 საათზე დაფიქსირდა. ჰყავდათ გამარჯვებული, ჰყავდათ დამარცხებული“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის დადგენას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა