მატჩის დროს, მეხის დარტყმის შედეგად ფეხბურთელები დაიღუპნენ, არიან დაშავებულებიც - უმძიმესი კადრები
პერუში, ფეხბურთის მატჩის დროს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა: მეხის დარტყმის შედეგად ფეხბურთელი, ხოსე უგო დე ლა კრუს მეზა, ადგილზე დაიღუპა, ხოლო შვიდი მოთამაშე დაშავდა.
შემთხვევა "უანკაიო ბელავისტასა" და "ფამილია ჩოკას" გუნდების მატჩის მიმდინარეობისას, 22-ე წუთზე მოხდა - თამაშის დროს მოთამაშეებს მოულოდნელად მეხი დაეცათ.
39 წლის მცველი, ხოსე უგო დე ლა კრუს მესა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებული მოთამაშეები პერუს ჰუანკაიოში, Daniel Alcides Carrion-ის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორმა მათგანმა უკვე დატოვა საავადმყოფო, ხოლო ორი დაკვირვების ქვეშ რჩება.
კრიტიკულია დაშავებული მეკარის მდგომარეობა.