თეგებით ძიება

სახალხო დამცველი მოხუცთა თავშესაფარში მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის გაჩენის შედეგად ორი ბენეფიციარის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება.

ლევან იოსელიანი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ მომხდართან დაკავშირებით დროული და ეფექტური გამოძიება დაიწყონ, რათა ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგინდეს და მომავალში მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ზომები გატარდეს.

სახალხო დამცველი წლებია მონიტორინგს ახორციელებს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში და ამოწმებს მომსახურების მიწოდების ხარისხის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან და მიგნებებს ასახავს ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებსა თუ მონიტორინგის შემდგომ ანგარიშებში. დადგენილი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, ბენეფიციარები მომსახურებას უნდა იღებდნენ უსაფრთხო გარემოში, დაცული უნდა იყოს ხანდაზმული ბენეფიციარების საცხოვრებელი და მიმდებარე გარემოს უსაფრთხოება.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმართონ დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ზომები მომავალში მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად”, - ნათქვამია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაში.

ცნობისთვის, მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძრას ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა