მოუთმენლად ველით ძლიერი აშშ-ის ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„მე ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას საერთაშორისო ურთიერთობებში „ძალის მეშვეობით მშვიდობის“ მიდგომისადმი. ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია უკრაინის სამართლიან მშვიდობასთან დაახლოება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად განვახორციელებთ მას. მოუთმენლად ველით ძლიერი აშშ-ის ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ორივე ერს. უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, მოწოდებულია უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით“, - დასძინა მან.