პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს და ვულოცავთ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას - ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ საგარეო უწყების სპიკერმა, ლინ ძიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს და ვულოცავთ ბატონ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას“, – წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ლინ ძიანი.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.