თეგებით ძიება

სააკაშვილს აქვს საშუალება, საათ-ნახევარი ისაუბროს ყველა თემაზე და თურმე მე არ მაქვს უფლება, სასამართლოში ვისაუბრო თემებზე, რომლებიც ქვეყანას აწუხებს - მამუკა ხაზარაძე

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

როგორც სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „რაღაც შოუს ემსგავსება, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიდიან სასამართლოში“.

„ქვეყანაში არის სავალალო მდგომარეობა იმის გამო, რომ პროკურატურას პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან აინტერესებს, როგორ გაყალბდა არჩევნები, როდესაც მთელმა ქვეყანამ, მოსახლეობამ, არასამთავრობოების და საერთაშორისო დამკვირვებლებმა იციან პირდაპირ ეთერში, „ფეისბუქზე“ თუ სოციალურ ქსელში გავრცელებული უამრავი კადრი, უამრავი პიროვნება, რომელიც ჩართული იყო გაყალბებიდან დაწყებული, ძალადობით დამთავრებული. სამწუხაროდ, ის ადამიანები აქ მოსული არ მინახავს, ამიტომ რაღაც შოუს ემსგავსება, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოდიან სასამართლოში, კამერების წინ დგანან, რათა მოსახლეობას უთხრან, რომ ესენი მოდიან და ხვალ თქვენც დაგიბარებთ. ეს არ გამოვა, საბჭოური მენტალობის პროკურატურა და სასამართლო საჩვენებელი სხდომები არანაირად არ გამოვა. როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, იმ წუთშივე მაჩერებდნენ, არა, ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთო. როგორც კი სხვა რამეზე გადავიდოდი, რათა შეფასება გამეკეთებინა, რა ხდება ქვეყანაში და რატომ ვართ ამ მდგომარეობაში – არა ეს ჩვენ არ გვაინტერესებსო. აბა, რა აინტერესებთ? ორი სტანდარტია – მე ვთქვი, როცა მიხეილ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება, ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში თურმე მე არ მაქვს უფლება, ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომლებიც ქვეყანას აწუხებს, არჩევნებთან მიმართებით. მე სხვა თემას არ შევხებივარ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა