ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში იწვევს.
როგორც ცნობილია, ქვეყნის ამჟამინდელმა ლიდერმა ტრამპი ხელისუფლების გადაბარების შესახებ შესახვედრად ტელეფონით საუბრისას მიიწვია.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენმა გამოხატა ვალდებულება მმართველობის შეუფერხებლად გადაცემის უზრუნველსაყოფად და ხაზი გაუსვა ქვეყნის გაერთიანებისთვის მუშაობის მნიშვნელობას.
შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, რომელიც ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი გახდა.