თეგებით ძიება

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

"მწუხარებით ვიუწყებით, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა საპატრიარქოს რადიოს გამორჩეული თანამშრომელი, პატრიოტი, თავისი საქმისათვის თავდადებული, უბრალო და გულწრფელი პიროვნება, დიმიტრი ფანცულაია.

სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ღმერთმა აცხონოს და ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს.

დიმიტრი დასვენებულია სიონის საპატრიარქო ტაძარში. გამოსვენება შაბათს, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე სიონის ტაძრიდან" - წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა